სახალხო დამცველი თერჯოლაში არსებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობს. ლევან იოსელიანმა იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“ არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი დაათვალიერა.
ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია.სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იქ მყოფ პაციენტებს არ აქვთ სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა; შენობაში პრობლემას წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.ამასთან ხშირია ერთი და იგივე პირების სტაციონირების შემთხვევები, რაც გამოწვეულია რეგიონში სათემო სერვისების ნაკლებობით.
მკურნალობის პროცესში პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილნი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციური ინტერვენციებით და ნაკლებადაა გათვალისწინებული მათი ინდივიდუალური საჭიროებები. ცენტრი განიცდის საჭირო პერსონალის/სპეციალისტების სიმცირეს.