ტყიბულელი გიორგი აბულაძე აცხადებს,რომ განსაკუთრებული აზრის გამო ის სამსახურიდან გამოუშვეს.მისი თქმით, შახტიდან გაათავისუფლეს მისი ოჯახის წევრებიც.
,,დღეს მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების განთავისუფლება შახტიდან, იმის გამო რომ მქონდა განსხვავებული აზრი, არ გავხდი რუსების მონა, ვერ მოახერხეს ჩემი შეშინება და იყო დამუქრებაც, ამის ნიადაგზე მოხდა ჩემზე შურისძიება. გამანთავისუფლეს იმ კომპანიიდან სადაც 18 წელი ვმსახურობდი, სადაც ექვსი წლის წინ სიკვდილს ჩავხედე თვალებში.,,-წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბულაძე.
ფოტო პირობითია