- პოლიტიკა
- გადასვლები: 1104
,,ევროპული საქართველო ,, წყალტუბოში კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიებას ითხოვს
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო,, ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. კანდიდატის ინფორმაციით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და სანათები კონკრეტულ მომწოდებელს უკონკურენტოდ დაუკვეთა.
შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს.
საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ კეთდება.
,,ქუთაისის ააიპების სახელფასო ფონდში საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად იხარჯება,,- ეს განცხადება მედიასთან ლეიბორიტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ჟურნალიტებთან გააკეთა. როგორც ირაკლი კიკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა , ქალაქის აიპები, განსაკუთრებით კი სპორტისა და სპეც სერვისების ადმინისტრაციები ,,ქართული ოცნების,, აქტივითაა დაკომპლექტებული და მათი სახელფასო ფონდი არამიზნობრივად მზარდია. ბრალდებებს ადგილობრივ თვითმმართველობაში არ უპასუხეს.
კონსერვატიულმა პარტიამ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად ქუთაისში თეა ერგემლიძე იბრძოლებს. კანდიდატის განცხადებით, ის მომავალი თაობის ნათელი მომავლის შექმნისთვის იბრძოლებს.
კონსერვატიული პარტია, კანდიდატებს სამტრედია, ვანსა და ხონში უახლოეს მომავალში წარადგენს.
პარტია „თეთრებმა“ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად თემურ შაშიაშვილი იბრძოლებს. კანდიდატმა ქალაქის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქალაქის მმართველობის სტილი შესაცვლელია. შაშიაშვილმა დააანონსა, რომ ხვალიდან ყველა პარტიას სპეციალურ ღია წერილის გადასცემს, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც კანდიატის თქმით, ღირსების ბრძოლაა საქართველოსთვის.
,,ნაციონალური მოძრაობის,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია.
კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე შეეცდებიან აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში, პრობლემები მოგვარდეს. ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისს ექნება კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქალაქი აუცილებლად გახდება საქართველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე დღეს, 21 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთება. ცერემონია 19:00 საათზე დაიწყება.გაიმართება…
კვირა დეკემბერი 21
In საზოგადოება23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოებაWizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიაქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის,, წარმომადგენელი ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს ეხმაურება. ელეონორა…
ხუთშაბათი ნოემბერი 27
In პოლიტიკაქუთაისის 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში გაიმართა.…
ორშაბათი ნოემბერი 24
In პოლიტიკა,გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არაფერია თუ არა პოლიტიკური ანგარიშსწორება და დემოკრატიული ოპოზიციის…
ოთხშაბათი ნოემბერი 12
In პოლიტიკასაქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა…
კვირა ნოემბერი 09
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა.(ა).ი.პ-ების ხელმძღვანელებს და ტერიტორიულ ერთეულებში მერის…
ოთხშაბათი ნოემბერი 05
In პოლიტიკა