- პოლიტიკა
- გადასვლები: 1328
,,ევროპული საქართველო ,, წყალტუბოში კორუფციის შესაძლო ფაქტების გამოძიებას ითხოვს
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოში კორუფციის ეჭვის გამო გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
,,ევროპული საქართველო,, ადგილობრივ თვითმმართველობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. კანდიდატის ინფორმაციით, ამ შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და სანათები კონკრეტულ მომწოდებელს უკონკურენტოდ დაუკვეთა.
შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს.
საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ კეთდება.
,,ქუთაისის ააიპების სახელფასო ფონდში საბიუჯეტო სახსრები არამართლზომიერად იხარჯება,,- ეს განცხადება მედიასთან ლეიბორიტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ჟურნალიტებთან გააკეთა. როგორც ირაკლი კიკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა , ქალაქის აიპები, განსაკუთრებით კი სპორტისა და სპეც სერვისების ადმინისტრაციები ,,ქართული ოცნების,, აქტივითაა დაკომპლექტებული და მათი სახელფასო ფონდი არამიზნობრივად მზარდია. ბრალდებებს ადგილობრივ თვითმმართველობაში არ უპასუხეს.
კონსერვატიულმა პარტიამ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად ქუთაისში თეა ერგემლიძე იბრძოლებს. კანდიდატის განცხადებით, ის მომავალი თაობის ნათელი მომავლის შექმნისთვის იბრძოლებს.
კონსერვატიული პარტია, კანდიდატებს სამტრედია, ვანსა და ხონში უახლოეს მომავალში წარადგენს.
პარტია „თეთრებმა“ დღეს ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. მანდატის მოსაპოვებლად თემურ შაშიაშვილი იბრძოლებს. კანდიდატმა ქალაქის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქალაქის მმართველობის სტილი შესაცვლელია. შაშიაშვილმა დააანონსა, რომ ხვალიდან ყველა პარტიას სპეციალურ ღია წერილის გადასცემს, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც კანდიატის თქმით, ღირსების ბრძოლაა საქართველოსთვის.
,,ნაციონალური მოძრაობის,, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, პედაგოგებმა იმ ვითარებაზე ისაუბრეს, რაც დღეს უნივერსიტეტში და მთლიანად ქუთაისშია.
კანდიდატებმა პირობა დადეს, რომ არჩვენებში გამარჯვებისთანავე შეეცდებიან აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში, პრობლემები მოგვარდეს. ასევე აცხადებენ, რომ ქუთაისს ექნება კანონი მისი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ქალაქი აუცილებლად გახდება საქართველოს პოლიტიკური და სამხრეთ კავკასიის ტურისტული ცენტრი.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად,…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოებაკერძო და საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს ქუთაისის პირველმა…
სამშაბათი სექტემბერი 15
In განათლებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო…
ორშაბათი სექტემბერი 14
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკასაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გადადგა.განცხადება გეკა გელაძემ სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. ,,მივიღე…
ორშაბათი სექტემბერი 14
In პოლიტიკარეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.…
ხუთშაბათი აგვისტო 27
In პოლიტიკაქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10 213 500 ლარით გაიზარდა, შესაბამისი საბიუჯეტო ცვლილება დღეს ქალაქის საკრებულოს…
ოთხშაბათი აგვისტო 26
In პოლიტიკასაქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ…
ორშაბათი აგვისტო 24
In პოლიტიკა