თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი სოფელ გოდოგნის მოსახლეობის განცხადებას ეხმაურება.მოსახლეობის თქმით, სოფელში არჩევნები მმართველმა გუნდმა წააგო, ამიტომ ხელისუფლება მათ ოპოზიციური განწყობის გამო სჯის და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებს.გოგიაშვილი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტუქტურა წესრიგდება, ხოლო აღნიშნული 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი არის ჩიხი და ამეტაპზე მისი დაგება არ იგეგმება.

- პოლიტიკა
- გადასვლები: 1219