პარტიამ ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმერეთის ოთხივე ოლქში წარადგინა.. წარდგენა ქალაქის ცენტრალური ბულვარში გაიმართა.
ტყიბულის,თერჯოლის,ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში ბიზნესმენი დავით შალამბერიძე,საჩხერე,ჭიათურა,ხარაგაულში -მედიკოსი ნინო ბრეგვაძე,სამტრედიის,ვანისა და ხონის ოლქში -მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩიქოვანი,ქუთაისში კი მაჟორიტარობისთვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებენ.
,,მთავარი პრინციპია საზოგადოებას შევთავაზოთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ" _ აცხადებენ პარტიის ლიდერები.
პოლიტიკური პარტია ,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი,, 2020 წლის 7 ივნისს, ,,ქართული ოცნების,, ყოფილმა წევრებმა დაარსეს. პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილია , პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, ხოლო გენრალური მდივანი მარიამ ჯაში.,,ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი,, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს.