თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში ადგილობრივებმა დღეს უგზოობა გააპროტესტეს.
მოსახლეობის თქმით, სოფელში არჩევნები მმართველმა გუნდმა წააგო, ამიტომ ხელისუფლება მათ ოპოზიციური განწყობის გამო სჯის და 2,5 კილომეტრიან მონაკვეთს არ აკეთებს. მოსახლეობის თქმით, უგზოობიის გამო სოფელში არც ავტობუსები დადის და ვერც სასწრაფო დახმარების ბრიგადა მიდის გამოძახებაზე.წვიმიან ამინდში კი გზა სრულად გაუვალია.
აქციას "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებიც შეურთდნენ.