- კულტურა
- გადასვლები: 1217
ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს დღეს პრემიერაზე ეპატიჟება.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრში ირმა მალაციძის მოთხრობის "ბიჭი,რომელმაც მუსიკა იპოვა"მიხედვით სპექტაკლი "მუსიკის ჰანგები"დაიდგა.რეჟისორი ეკატერინე სირაძეა,ხოლო მუსიკის ავტორი ნინო ყიფშიძე.
სპექტაკლი რეგულაციების დაცვით გაიმართება და მშობლებისთვის პირბადე სავალდებულოა.
ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ - სპექტაკლის პრემიერა დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში გაიმართება. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თქმით, სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. მიზანი კი კლასიკური ნაწარმოების კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.
covid19-ის პრევენციის მიზნით, სპექტაკლები ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აპრილის თვეში 2 სპეკტაკლის პრემიერას აანონსებს.
1 აპრილიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი მუშაობას ოფიციალურად ანახლებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აპრილის თვეში 2 სპეკტაკლის პრემიერას აანონსებს. ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და ნუგზარ ლორთქიფანიძის მონო დრამა „ თქვენო უდიდებულესობავ“, ეს ის ორი სპექტალია , რომელსაც თეატრს მონატრებული მაყურებელი ნახავს. მომდევნო სამი თვის მანძილზე მესხიშვილის თეატრი მაყურებელს სხვადასხვა ჟანრის ექვსი სპექტაკლის პრემიერას შესთავაზებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, კოვიდ 19ის პრევენციის მიზნით სპექტაკლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
8-12 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 5 დღე გაგრძელდება, ფართო აუდიტორიას უმასპინძლებს და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებამოქალაქე ნინო ალანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს,რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. …
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკაქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება. ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელი მაყურებელი უახლესი ქართული…
სამშაბათი იანვარი 20
In კულტურაუკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს…
ოთხშაბათი იანვარი 14
In კულტურაქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის…
პარასკევი ნოემბერი 28
In კულტურაქუთაისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს -„ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ უმასპინძლებს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში, საფესტივალო…
სამშაბათი ნოემბერი 25
In კულტურაქუთაისმა MA architects-ის ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა, რომელშიც როგორც პროფესიონალი, ასევე, მოყვარული ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.…
ორშაბათი ნოემბერი 17
In კულტურა