დღეს დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეში, მაია ბატკუაშვილის პერსონალური გამოფენა - "გვირილობა" გაიმართა, რომლის დათვალიერებაც მსურველებსა და ხელოვნების მოყვარულებს 9 ივნისამდე შეეძლებათ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი მხატვრის შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც ჯერ არსად გამოფენილა. თავად ხელოვანი საკუთარ შემოქმედებას ძველი ნივთების მეორე სიცოცხლეს უწოდებს.
მაია ბატკუაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 2020 წლის 3 ივლისს თბილისში გაიმართა.