ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებული კვირეული გრძელდება.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს ხარაზოვის ბაღში წარმოდგენა ,,მხიარული ჯამბაზები,, გაიმართა. პატარების განწყობაზე ჯამბაზის ფორმაში გამოწყობილმა ნიღბების თეატრის მსახიობებმა იზრუნეს. ღონისძიება ქალაქის მერიის დაფინანსებით მოეწყო.