- გენდერი
- გადასვლები: 1280
საქართველოს ხუთ ქალაქში ანკეტირება ჩატარდა დევნილ ქალთა და გოგონების საჭიროებების შესწავლის შესახებ
პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა ანკეტირება „დევნილ ქალთა და გოგონების საჭიროებების შესწავლის შესახებ“. რომლის ფარგლებში კითხვარები შეივსო ხონის დევნილთა დასახლებაში. ანკეტირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქუთაისის,ხონის, წყალტუბოს,სენაკისა და ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.
იმისთვის, რომ დასახლების სოციალური პორტფელიო სრულყოფილად ასახავდეს არსებულ პრობლემებს , დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით აღნიშნულ დასახლებაში ჩატარდა შეხვედრები და მოხდა შევსებული კითხვარების განხილვა,რამაც კიდევ უფრო ნათლად დაანახა მოსახლეობას , თუ რა პრობლემების გადაჭრა არის მათთვის პრიორიტეტული.