ა.წ . 17 მარტს ჩატარდა შეხვედრა-კონსულტაცია პროექტის "ქალები და ახალგაზრდები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" ფარგლებში,(UNWOMEN) ქუთაისის მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომელშიც 12 წევრმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის დღის წესრიგის თანახმად, მონაწილეებთან განხილულ იქნა „კითხვარი“, რომელიც შემუშავებულია და ითვალისწინებს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ პირთა საჭიროებების შესწავლას, შემდგომ ამ საკითხების ადვოკატირების მიზნით.
ამავე შეხვედრაზე განაწილდა პერსონალურად დავალებები და ყველა ტექნიკურ კითხვაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.