ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.
"სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა, დიდი დროა და ბევრი რამ მოხდა ამ წლების განმავლობაში, ახლა აფხაზეთი სამაჩაბლოსთან ერთად რუსული ოკუპაციის ქვეშ არის. 27 წლის წინაც რუსეთით დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც 13 თვის და 13 დღის შემდეგ სოხუმის დაცემით დამთავრდა.
შეიარაღებულ დაპირისპირებას ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სოხუმის დაცვას შეეწირნენ ქართველი გმირები, პატივს მივაგებ კიდევ ერთხელ მათ უკვდავ ხსოვნას, ყველა მათგანი ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში.
მე დავიბადე აფხაზეთში, ვიცხოვრე იქ გარკვეული წლები და მათთან ერთად, ვინც მშობლიური მიწა წლების წინ იძულებით დატოვა, ეს დღე ჩემთვისაც ორმაგად მტკივნეულია. ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს", - წერს ზვიად შალამბერიძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
კორონავირუსით ინფიცირებული 28-ე პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 59 წლის ქალბატონი აჭარიდანა.ის მძიმე მდგომარეობით რამდრნიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით პაციენტს თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია ქონდა.
"რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალბატონი,რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.პაციენტს თანმხლები დაავადებები ქონდა,რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მიხერხდა",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისში, ჯამში კორონავირუსის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.