გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა
„ არაერთხელ ვთქვით იმის შესახებ, რომ პური განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტია, გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, იმ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რასაც კორონავირუსი იწვევს გლობალურად და მათ შორის, ჩვენ ქვეყანაში. მუდმივი მუშაობა გვქონდა და შეხვედრები მწარმოებლებთან. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც აგვაცილებს თავიდან პურის ფასის გაძვირებას.
პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა
მინისტრის თქმით , ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.
სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე დაახლოებით 10 მილიონ ლარს დახარჯავს. 50 კილოგრამიან ტომარაზე მთავრობის მხრიდან სუბსიდია მაქსიმუმ 10 ლარი იქნება .
„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 793 შემთხვევა დაფიქსირდა.იმერეთშისახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით,მატება არის ზოგადად მუნიციპალიტეტში,თუმცა 793 შემთხვევიდან მეტი წილი ქუთაისზე მოდის.
ზვიად შალამბერიძემ კლინიკებზეც ისაუბრა.,,კლინიკებში გვაქვს ხოლმე დაყოვნება,თუმცა ყველა ადამიანი,ვინც საჭიროა მოთავსდეს საავადმყოფოში ,თავსდება,,-განაცხადა გუბერნატორმა.
ზვიად შალამბერიძის თქმით,ტესტი ყველა იმ ადამიანს უკეთდება,ვისაც ჭირდება.იქნება ეს პისიარ კვლევა თუ ანტიგენი.,,ის, რომ ,რომელიმე ადამიანი, რომელსაც აქვს სიმპტომი ,დაგვრჩეს ტესტების გარეშე, ესეთი პიროვნებები არ გვავს იმერეთში და არც გვეყოლება.,,-განაცხადა გუბერნატორმა.მისი ინფორმაციით, იმერეთში ყოველდღიურად 2000 ტესტის გაკეთების რესურსი აქვთ.