,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,, გრიგოლ ვაშაძის წასვლას ქუთაისის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან, გიგა შუშანია ეხმაურება.ის განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,გრიგოლ ვაშაძე პარტიისთვის უმძიმეს პერიოდში შემოგვიერთდა და ძალიან ბევრი გააკეთა პარტიის გაძლიერებისთვის ისე რომ არაფერი მოუთხოვია პირადი კეთილდღეობისთვის. განსაკუთრებულია მისი წვლილი ქუთაისთან მიმართებაში, როდესაც მან ყველაზე რთულ პერიოდში გაიზიარა ჩვენი თხოვნა და დათანხმდა ქუთაისის მერობისათვის ბრძოლას და შემდგომშიც მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისს დაუთმო. კანონპროექტის "ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის" შესახებ მომზადება და პარლამენტში დარეგისტრირება, ასევე ქუთაისთან დაკავშირებული სხვა ინიციატივების ლობირება, ჩვენი ქალაქისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს.