,,ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული,, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა,მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს. მისივე თქმით, ქვეყანაში მომავალი ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელობა ექნება, მათ შორის იმას, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“- განაცხადა გახარიამ.