საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით არსებული 17 მაჟორიტარული ოლქი 20:00 საათზე დაიხურა.
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურთან ერთად , ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც მიმდინარეობდა.
არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.
ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ერთმანეთს მმართველი გუნდის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებოდნენ.ხოლო ქალაქისმერის სტატუსისთვის ასევე ამ ორი პარტიის,,,ქართული ოცნებისა,, და ,,ნაციონალური მოძრაობის,, კანდიდატები იოსებ ხახალეიშვილი და გიგა შუშანია იბრძოდნენ.
შეგახსენებთ,ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდა.