ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნი კომისიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ,,ქართული ოცნებიდან,, ზაზა ლომინაძემ 91,92% აიღო,რაც 29 867 ამომრჩეველია. ,,ნაციონალური მოძრაობიდან,, გრიგოლ ვაშაძემ კი 8,%, 2 627 ხმა.
ქუთაისში ქალაქის მერის არჩევნებიც გაიმართა.მმართველი გუნდის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 92% აიღო,რაც ჯამში 29 914 ხმაა.გრიგოლ შუშანიამ ,,ნაციონალური მოძრაობიდან,, კი 8%,ანუ 2 590 ხმა.
ჯამში არჩევნების მეორე ტურში 33 823 ამომრჩეველი მონაწილეობდა,რაც 21,85 %.
ოლქში დაიწერა პროცედურული ხასიათის 5 საჩივარი.საჩივრები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა.
დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობის აქტივობაც შეაფასა.,,ზოგადად,მეორე ტურში აქტივობა ყოველთვის დაბალია.თუ გავითვალისწინებთ,რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს,და რომ ქვეყანაში პანდემიაა,შეიძლება ითქვას,რომ არ იყო ცუდი აქტივობა,.-განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.