ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 981 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, შიდა ქართლი- 160, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 001 პირი, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.
6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათგან იმერეთში-246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი,აქედან , იმერეთში-62.
2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135-იმერეთში.
21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, იმერეთში-7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, აქედან იმერეთში-6 268.
ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.ბავშვთა უროლოგი გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მუშაობდა,მედიკოსს თანმდევი დაავადება ქონდა , მათ შორის შაქრიანი დიაბეტი,მოციმცირე არითმია,გადატანილი ქონდა ინსულტი.
ის დადასტურებული კოვიდით რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ნოემბერს შეიყვანეს, დაზიანებული ქონდა ფილტვის 75 %.პაციენტის მდგომარეობა 2 დეკემბრიდან დამძიმდა.მედიკოსი 77 წლის იყო.