BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
პირველად დასავლეთ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში "საროველის" პაციენტთა სკოლა დაფუძნდა
ვრცლად იხ. სიუჟეტი.
25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება.
შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს თერთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
1. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ათონის მთის კონსერვატორულ-რეტროგრადული მონასტრების გამოკლებით),
2. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ბერძნული საპატრიარქო,
3. ანტიოქიის საპატრიარქო (სირია, ლიბანი),
4. რუმინეთის საპატრიარქო,
5. ბულგარეთის საპატრიარქო,
6. საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია,
7. კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია,
8. ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია,
9. ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია,
10. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია,
11. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კი (სხვა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად- იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, პოლონეთის,ჩრდილო მაკედონიის; ასევე კონსტანტინეპოლის ეკლესიის ათონის მთა) ძველი კალენდარული სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარი) შეუერთდება ქრისტეს შობის დღესასწაულის საყოველთაო სიხარულს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა.
რელიგიური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა .მისი წმინდა ნაწილები ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისთვის გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.
25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება. შესწორებული (ახალი) კალენდარული…
ხუთშაბათი დეკემბერი 25
In რელიგიადღეს, 25 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე აინთება და საახალწლო ღონისძიება გაიმართება. შესაბამისად,მთელი დღის…
ხუთშაბათი დეკემბერი 25
In საზოგადოებადღეს , 25 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ცერემონია 20:00საათზე გაიმართება. ნაძვის ხის…
ხუთშაბათი დეკემბერი 25
In საზოგადოებაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა25 დეკემბერს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიის ფარგლებში, დაგეგმილია საახალწლო…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In საზოგადოება