“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, საავადმყოფო უკვე დატოვეს.
“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებმა, რომელთა შორის სამი ბავშვია, საავადმყოფო უკვე დატოვეს.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა,ხოლო 21 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის , ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული და უსიმპტომო პაციენტები კოვიდმიმღებ სასტუმროებში გადანაწილდნენ.
ქუთაისში კორონავირუსით ასაკოვანი პაციენტი გარდაიცვალა.95 წლის მამაკაცი ღამით კლინიკაში დაიღუპა.ის ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობდა,მოგვიანებით კი ,,ბომონდში,,გადაიყვანეს.
ამ დროის მონაცემებით,იმერეთის კოვიდ ცენტრებში საწოლფონდის რაოდენობა 700-ს აღწევს.იზოლაციაშია 4000 ადამიანი,კარანტინში 144, 250 კოვიდ სასტმროებში.როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს,ახალი კლასტერები არ იკვეთება.გაიზარდა იმერეთის რაიონებში დადასტებული შემთხვევებიც.
,,გეგმაზომიერად ვმართვთ პროცესს, დაწყებული კონტაქტების დადგენით ,დამთავრებული კლინიკებში გადაყვანით,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მთავრობის მკაცრი რეკომენდაციით,თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც სავალდებულო ხდება.
„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ.
ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების - შსს-სა და შრომის ინსპექციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ცნობიერების ამაღლებასა და მითითებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამაზე პოლიციის რესურსის გამოყენება არ იქნება საჭირო. ამას ამ ეტაპზე აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა, მკაცრი რეკომენდაციაა, გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ, რომ არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზეც ჯარიმის დაწესება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ წესს მოქალაქეები შეასრულებენ. პირბადე და დისტანცია არის ერთადერთი ქმედითი საშუალება ვირუსის გავრცელების შესანელებლად", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევიდან 356 იმერეთში დაფიქსირდა. 686 თბილისში. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 397 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ინფორმაცია მედიას მიაწოდა.
„აჭარის რეგიონში-487 შემთხვევა გვაქვს, იმერეთში- 356, ქვემო ქართლში-36, შიდა ქართლში-35, გურიაში -17, სამეგრელო-ზემო სვანეთში-69, კახეთში-24, მცხეთა -მთიანეთში-12, სამცხე ჯავახეთში-30, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7, თბილისში -686 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ბერია სიჭინავამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 350 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებადედის დღედ 3 მარტი 33 წლის წინ,საქართველოს პირველი პრეზიდენტის,ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაწესდა. საქართველოს უზენაესმა საბჭომ …
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოება3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო…
სამშაბათი მარტი 03
In საზოგადოებახარაგაულის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტისა…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოებაიმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საჩხერეში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა 4…
ორშაბათი მარტი 02
In საზოგადოება