საქართველოშ დღეს "pfizer"-ით ვაქცინაცია დაიწყო.ქუთაისში "pfizer"-ით აცრა მხოლოდ ერთ- „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში“ მიმდინარეობს.აღნიშულ სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესის ხელმძღვანელის, ქრისტინე სტურუას ინფორმაციით, კლინიკაში ორი ამცრელი ბრიგადა მუშაობს, თოთოეულ ბრიგადაზე რეგისტრაცია გავლილი აქვს 72 ადამიანს, ორივე ბრიგადას ჯამში დღიურად 144 აცრის გაკეTების საშუალება აქვს.რაც შეეხება დოზებს,სულ ჯამში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრისთვის 1008 დოზაა განკუთვნილი,პირველადი რეგისტრაციის ჩათვლით. სამედიცინო დაწესებულება ვაქცინაციის პროცესში 15 მარტიდან არის ჩართული.
ქვეყნის მასშტაბით, "pfizer"-ით ვაქცინაციის პროცესში 30 ბრიგადაა ჩართული, თუმცა იმუნიზაციის პროცესში ეტაპობრივად 80 სამედიცინო დაწესებულება, სულ მცირე 240 ბრიგადით ჩაერთვება.
"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
"pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 14 ივლისს, 15:00 საათზე დაიწყო. პროცესი ვაქცინაციის პორტალზე შეფერხებით მიმდინარეობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის 28 000 დოზაა შემოსული და აღნიშნული დასახელების ვაქცინა ივლისის განმავლობაში ეტაპობრივად კიდევ ჩამოვა.