ჭიათურის კლინიკაში დღეს პაციენტი გარდაიცვალა.75 წლის მამაკაცი სამაგრელოს მკვიდრი იყო. ის საავადმყოფოში 10 დღის წინ შეიყვანეს, მისი მდგომარეობა თავიდან საშუალო სიმძიმით ფასდებოდა, თუმცა მოგვიანებით პაციენტი დამძიმდა და დღეს გარდაიცვალა.მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ჭიათურის კოვიდმიმღებ ცენტრში 33 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, დავით ბიწაძის თქმით, მათთან ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები იმყოფებიან.ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 3 თავისუფალი ადგილია.