ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემებით თვითიზოლაციაში 219 ადამიანი იმყოფება, სულ მუნიციპალიტეტში ვირუსი 905 ადამიანს დაუდგინდა, აქედან გამოჯანმრთელდა 437, ხოლო 468 მკურნალობის კურსს გადის. გარდაცვლილთა რაოდენობა 11-ს შეადგენს . ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნატო მაჩიტაძის ინფორმაციით , დღეს ბაღდათში 15 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვნები არ არიან. 15-ივე პირი ბინაზე მკურნალობს.
