ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 51 შემთხვევა დაფიქსირდა.როგორც დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე აცხადებს, ბოლო პერიოდია ქალაქში რაიმე ახალი კლასტერი არ გამოკვეთილა. მისი შეფასებით ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, რაც დაწესებული შეზღუდვების შედეგია, თუმცა ამბობს, რომ სიკვდილიანობა ჯერ ისევ მაღალია.
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსის 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით 49 ადამიანი გარდაიცვალა.