- პოლიტიკა
- გადასვლები: 1586
როგორც პარტიის სიის პირველა ნომერმა სამსონ გუგავამ განაცხადა, ამ არჩევნებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროპორციული სიის ნაწილია.
,,მთავარია სახელისუფლებო პარტიას ლეგიტიმაცია გამოვაცალოთ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივცეთ 43%-ის აღების შესაძლებლობა. შესაბამისად მთელი რესურსი სიისკენ მივმართეთ.“-განაცხადა გუგავამ.
,,ლეიბორისტული პარტიიდან“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სწორედ სამსონ გუგავა იქნება. ის პროპორციული სიის პირველი ნომერია.
გიორგი გოგუაძე პარტია "საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიაზაციას ხელმძღვანელობს.ის გიორგი გახარიამ დღეს წარადგინა.თავად გახარია კი თბილისის მერობის კანდიდატია.
ამ დროისთვის ქუთაისის მერობისთვის "ქართული ოცნებიდან " სოსო ხახალეიშვილი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე და პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი გიორგი გოგუაძე იბრძვიან.სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს კანდიდატები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუსახელებიათ.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
"პოლიტიკაში ყოფნის ოთხი წლის თავზე, უფრო ნათლად იაზრებ საჯარო სივრცეში ყოფნის სირთულეს და პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა ერთიათად იზრდება მაშინ, როდესაც ემსახურები მშობლიურ ქალაქს, სადაც შენს უკან არის ოჯახის, მშობლების სახელები, ადამიანები, რომლებსაც არასდროს გადაუხვევიათ იმ პრინციპეპისგან, რასაც წესიერება, ადამიანების პატივისცემა და ქალაქის ღირსეული სამსახური ქვია.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ მომზადებული, წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების 15 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც შუალედური ანგარიშის წარდგენისას ორგანიზაციაში განაცხადეს, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი გამოვლინდა.
ISFED-ის ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები.
ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დაკომპლექტდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.
"დადებით შეფასებას იმსახურებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარება და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემა, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ.
საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო“, - ნათქვამია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.
საარჩევნო კომისიამ არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით ახალი დადგენილება მიიღო.
როგორც პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი განმარტავს, დადგენილება 4 ძირითადი მიმართულებისგან შდეგდება და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებას ისახავს მიზნად.ახალი წესის მიხედვით დგინდება როგორც საარჩევნო კომისიების, ასევე საარჩევნო უბნებში საპრევენციო ხასიათის სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობა. ამავე დდაგენილების თანახმად , თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზს და დააფიქსირონ ხმის მიცემის სურვილი, რის შემდეგაც ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან და მოადგილე პაატა ბუცხრიკიძესთან ერთად, ქალთა…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთადა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის დასუფთავებისა და მუნიციპალური…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტში, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების ოჯახის…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება . ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების…
კვირა მარტი 08
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის…
შაბათი მარტი 07
In საზოგადოება