ქუთაისში საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, კედლის სიებში არის ხარვეზები, არ იკითხება მონაცემები და რიგ უბნებზე სიები განთავსებულია მოშორებით. კანდიდატის შეფასებით, ეს არის ამომრჩევლის დაბნევის მიზნით ხელოვნურად შექმნილი ბარიერი. როგორც დეკანოიძე აცხადებს, ასევე აღმოაჩენილია დარღვევები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით.მისი ინფორმაციით, გადასატანი ყუთები "ქართული ოცნების" კოორდონატორების მიერ კონტროლდება. ოპოზიციამ არსებულ დარღვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდა.
- პოლიტიკა
- გადასვლები: 606