ქუთაისში,აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში საკანალიზაციო ჭები ასფალტის საფარით გადაფარეს,რის შემდეგაც კომერციულ ფართებში კანალიზაციამ ამოხეთქა.შემთხვევა ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.ადგილზე პოლიტიკური პლატფორმა " მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები მივიდნენ და იქ მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.
"ეს ყველაფერი უნდს დასრულდეს. არ არის არც მოსახლეობა და არც ქალაქი ამ ყველაფრის ღირსი" - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის "ქალაქ მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა სირბილაძემ .
უკმაყოფილებას გამოთქვამს მოსახლეობაც.