59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატს პასუხობს.ლარინა ლალიაშვილის თქმით,ხატია დეკანოიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია,რომ საარჩევნო სიებში დარღვევებია,სიმართლეს არ შეესაბამება.ლალიაშვილი კონკრეტული უბნების მაგალითზე დეტალურ განმარტებას აკეთებს.
"16-ე უბანზე, ქალბატონი ხატია დეკანოიძე ამტკიცებს , რომ ადამიანები ვერ პოულობენ საკუთარ თავს სიებში, ჩვენს მიერ მოპოვებული ცნობებით მოცემულ უბანზე გამოკრული კედლის სიები არსებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, შესაბამისად ამომრჩევლებს შეუძლიათ იპოვონ და ამოიკითხონ საკუთარი თავი.
გადამოწმების შედეგად, 43-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უარყოფენ გაჟღერებულ ინფორმაციას და აღნიშნავენ, რომ საუბნო საარჩვნო კომისიაში გადასატანი ყუთის სიის შედგენა მიმდინარეობას კანონით განსაზღვრული წესით.
N70 უბანი მდებარეობს სპორტულ დარბაზ „კოლხიდა“-ს შენობში. ქალბატონი ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე კედლის სიები კომისიის განთავსების ადგილიდან გამოკრულია კილომეტრ ნახევრის დაშორებით. რეალურად, სივრცე ,სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, დაფარულია სპორტული ლეიბით, რომლის აღება ვერ ხერხდება, რადგან ხელს შეუშლის სპორტული სკოლის ფუნქციონირებას. სპორტული ლეიბის აღება იგეგმება კენჭისყრის დღეს, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი. შესაბამისად, 70-ე უბანს გააჩნია დროებითი განთავსების ადგილი, კონკრეტულად კი 37-ე სკოლაში, უბნიდან 200 მეტრში. სიები გამოკრულია უბნის მისამართზე, დარაბაზ „კოლხიდაში“. უნდა აღინიშნოს, რომ სიების გადატანა ვერ მოხერხდა, რადგან ეს პროცესი გამოიწვევდა კედლის სიების დაზიენებას. რეალური უბნიდან დროებითი განთავსების უბნამდე მისავლელი გზა მითითებულია ისრებით, ხოლო სიებთან ასევე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ტელეფონის ნომრები, რათა მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან გაუგებრობა, რომელიც არსებულ სიტუაციას შეიძლება გამოეწვია.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 107-ე და 120-ე უბნები არ ფუნქციონირებს. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული უბნების კომისიის წევრები ყოველდღიურ რეჟიმში სრულად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს."-განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.