,,ქართული ოცნების,, ბოლოდროინდელი მოქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის,,-ეს განცხადება ,,მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლის,, ლიდერმა ქუთაისში ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი ვაშაძემ გუშინ ,,მთავარი არხის,, გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, ქარელში გადაღებაზე მყოფი ოპერატორი ,,ქართული ოცნების,, ოფისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდა.
,,ეს არის გაგრძელება 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის და ეს არის გაგრძელება იმ შეტევის თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე, რომელსაც სამწუხაროდ ,,ქართული ოცნება ,, ეწევა ბოლო პერიოდში.მოსმენა, დასმენა, თვალთვალი ,ძალადობა იქცა ამ წინასაარჩევნო პერიოდის ნათელ მაგალითად. ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ.2 ოქტ არის გადამწ არჩევნები-ან ვირჩევთ ცივილიზებულ, განვითარებულ საქართველოს, ან ვირჩევთ სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩახშობილ საქართველოს.ან ვირჩევთ განვითარების გზას, ან ვირჩევთ მუდმივი სიღარიბის და შიმშილის გზას.უარი უნდა ვუთხრათ საბჭოთა მოდელს ქვეყნის მართვის, როცა მოსმენები, დასმენები, დაშინებები არის ქვეყნის მართვის მთავარი გზა.,,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი არ გეგმავს მიიღოს გახარიას პარტიის კანდიდატის შემოთავაზება და დებატებში მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორს,, იოსებ ხახალეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა განუცხადა.პარტია ,,საქართველოსთვის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ კონკურეტს დებატებში მონაწილეობისკენ უკვე მეორედ მოუწოდა.როგორც ამჯერად გავრცელებულ ტექსტში წერია, ყოფილი პრემიერის პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენელი დებატებში სახელისუფლებო კანდიდატს იწვევს.
,,კიდევ ერთხელ ვიწვევ სახელისუფლებო კანდიდატს დებატებში. ამჯერად საჯარო დებატებში, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივ, ღია სივრეცეში მოეწყობა დებატებისთვის სივრცე, სადაც ყველა მედია საშუალებას და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება მოსვლა და კითხვის დასმა.
22 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქალაქ ქუთაისის 100 საფეხურიან კიბესთან (ბალახვანი)
ასევე მივმართავ საზოგადოებას, მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ამ დეპატებში, მე მზად ვარ ნებისმიერ თქვენს კითხვას გავცე პასუხი. ქუთაისის მოსახლეობა იმსახურებს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.,,-წერია გიორგი გოგუაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში მოწოდება ყველა კანდიდატის მისამართით იყო გაჟღერებული. ქუთაისში რეგისტრირებული მერობის 5 კანდიდატიდან გოგუაძის მოწოდებას მხოლოდ ,,მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის,, მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე გამოეხმაურა და დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა.