ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით სამოცდაცამეტივე საარჩევნო ოლქში ე.წ კოვიდ უბნები გაიხსნება, სადაც კოვიდ ინფიცირებული პირები საკუთარ არჩევანს გააკეთებენ.
როგორც 59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლარინა ლალიაშვილმა აღნიშნა, სპეც უბანი ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში გაიხსნება , სადაც გადასატანი ყუთის მეშვეობით კოვიდინფიცირებული ან საკარანტინე სივრცეში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.