ტერორი და მუქარა "ქართული ოცნების" მხრიდან-ასე აფასებს ,,მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებლის,, ლიდერი სამტრედიაში, იანეთი-ბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ნიკა საკანდელიძეს გუშინ მთელი დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს მოეხსნა კანიდატურა.ფაქტს ის ,,ქართულ ოცნებას,, უკავშირებს.
,,მივმართავ მმართველ პარტიას არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ ამ ადამიანის ან მისი ოჯახის წევრების მიმართ. ენით აუღწერელი დანაშაულია, რომელსაც ჩადის ,,ქართული ოცნება, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში,,-აცხადებს ვაშაძე.
მესამე ძალა გამოძიებას და ფაქტში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს. ვაშაძე სახალხო დამცველსაც მიმართავს.
როგორც ნიკა საკანდელიძე ყვება, "ქართული ოცნების" წევრებმა ოჯახსა და შვილებზე განხორციელებული მუქარის შედეგად, აიძულეს მოეხსნა კანდიდატურა.
,,მითხრეს, თუ არ მოხსნი კანდიდატურას, შენს შვილებს ვერ ნახავ და შენც დატოვებ სამტრედიას,“-ამბობს ნიკა საკანდელიძე