მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება. ამიტომ ჩვენი მიზნებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი,“ – განაცხადა მიქანაძემ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
მომავალი თაობების აღზრდასა და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პედაგოგები:
სვეტლანა კახიანი.
მარინე ჭოხონელიძე.
ნატო გრძელიძე.
ლეილა ადამია.
ელისო შარია.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში გაიმართება, დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.