ქუთაისის მერიამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
წელს მერიის ჯილდო 78-მა პედაგოგმა მიიღო.
წარმატებულ მასწავლებლებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ღონისძიებას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
