ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, წარმატებულ პირველ კურსელებს შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გამოცდების საუკეთესო შედეგებით ჩაბარება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან წელს უმაღლეს სასწავლებლებში, მაღალი შეფასებით 21 პირველი კურსელი ჩაირიცხა.