25 თებერვალს, ონლიან რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც განხილული იყო სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის მეთოდიკა.
25 თებერვალს, ონლიან რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც განხილული იყო სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა კვლევის მეთოდიკა.
ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ რეჟიმში ტრენინგი ჩატარდა,სადაც სამიზნე ჯგუფების კვლევის პრაქტიკა განხილეს.
მონაწილეებმა თავიანთ ძლიერდა სუსტ მხარეებსა და კვლევებში მონაწილეობის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ჯგუფის წევრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარების შესახებ.როგორ უნდა შეივსოს ონლაინ ანკეტები და როგორ უნდა ჩატარდეს ფოკუს ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.
მონაწილეები პრეზენტაციის საშუალებით კითხვარის ნიმუშს გაეცნენ და პრაქტიკული რჩევები მიიღეს.მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა.
პროექტის “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN)ფარგლებში სენაკის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისათვის პირველი ვორქშოფი გაიმართა.
მონაწილეებმა ინფორმაცია „სამიზნე ჯგუფებთან საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდებზე და უნარებზე,ასევე რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკაზე მოისმინეს.
ვორკშოპზე ინტერაქტიულ რეჟიმში გაანალიზდა პრაქტიკულად რა რისკები ახლავს მონაცემთა შეგროვების პროცესს და რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნე ბენეფიციარების შერჩევა. ფასილიტაციის ჩატარების ტექნიკასა და უნარებზე პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულდა.
აღნიშნული ვორქშოფი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჯგუფის წევრებს, ვინაიდან ისინი მომდევნო თვიდან უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევის პროცესში და მიღებული უნარები ხელს შეუწყობს მონაცემთა შეგროვების პროცესის სრულყოფილად დამთავრებას.
ქუთაისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.დაკეტილია N32-ე; N35-ე და N37-ე ბაღები.
რაც შეეხება სკოლებს,2435-მდეა გაზრდილი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა. ქუთაისის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე ამ ეტაპზე არც ერთი საჯარო სკოლა არ იმყოფება, ჰიბრიდული მოდელით კი 38 სკოლის 55-მდე კლასი სწავლობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზი ათ ღვაწლმოსილ პედაგოგს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.
მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს და მომავალი თაობების აღზრდაში პედაგოგთა როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილეები დაესწრნენ.
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები არიან:
• ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი, ელისო აბრამიშვილი;
• თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, მირანდა ხაჯიშვილი;
• ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნინო ლარცულიანი;
• ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნარგიზი თავართქილაძე;
• თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ცისანა დოლიძე;
• ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, გვანცა ჭაბუკიანი;
• აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რუსუდან ლომთაძე;
• ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი, მზიური შავაძე;
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელი, იამზე მსხვილიძე;
• ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, დავით ნიშნიანიძე.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით დაწესდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე მეოთხე წელია გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო - 10 000 ლარი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 28 სექტემბერს დაიწყება.
სასწავლო წლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება 10:00 საათზე, უნივერსიტეტის ღია სივრცეში (თამარ მეფის ქ. №59) გაიმართება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პირველკურსელებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებათოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ141-კმ151 (ცანა-ლასდილი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის…
პარასკევი ნოემბერი 06
In საზოგადოებაკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ზალკალიანთან და პარლამენტის…
პარასკევი ნოემბერი 06
In კულტურა