პროექტის “ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის" (UN WOMEN)ფარგლებში სენაკის იგპ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისათვის პირველი ვორქშოფი გაიმართა.
მონაწილეებმა ინფორმაცია „სამიზნე ჯგუფებთან საჭიროებათა კვლევის ჩატარების მეთოდებზე და უნარებზე,ასევე რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვების ტექნიკაზე მოისმინეს.
ვორკშოპზე ინტერაქტიულ რეჟიმში გაანალიზდა პრაქტიკულად რა რისკები ახლავს მონაცემთა შეგროვების პროცესს და რამდენად მნიშვნელოვანია სამიზნე ბენეფიციარების შერჩევა. ფასილიტაციის ჩატარების ტექნიკასა და უნარებზე პრაქტიკული სავარჯიშოები შესრულდა.
აღნიშნული ვორქშოფი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ჯგუფის წევრებს, ვინაიდან ისინი მომდევნო თვიდან უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევის პროცესში და მიღებული უნარები ხელს შეუწყობს მონაცემთა შეგროვების პროცესის სრულყოფილად დამთავრებას.