ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ რეჟიმში ტრენინგი ჩატარდა,სადაც სამიზნე ჯგუფების კვლევის პრაქტიკა განხილეს.
მონაწილეებმა თავიანთ ძლიერდა სუსტ მხარეებსა და კვლევებში მონაწილეობის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ჯგუფის წევრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის ჩატარების შესახებ.როგორ უნდა შეივსოს ონლაინ ანკეტები და როგორ უნდა ჩატარდეს ფოკუს ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.
მონაწილეები პრეზენტაციის საშუალებით კითხვარის ნიმუშს გაეცნენ და პრაქტიკული რჩევები მიიღეს.მიუხედავად ონლაინ ფორმატისა, შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა.