ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3-ე საჯარო სკოლაში დღეს თამარ დახუნდარიძის ვარსკვლავი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა.ღონისძიებას ამავე სკოლის სხვადასხვა თაობის აღსაზრდელები,მოწვეული სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.სკოლის დირექტორის ,თამაზ ჭაბუკიანის თქმით,უპრეცედენტო შემთხვევაა ,როცა მოქმედი დირექტორი ვარსკვლავს წინამორბედს უხსნის.მისივე თქმით, თამარ დახუნდარიძე თაობებმა აუნდა გაიცნონ.
რესპუბლიკის დამსაურებული პედაგოგი თამარ დახუნდარიძე ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზეა დაკრძალული.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან მიმდინარე წელს სტუდენტი 220 -ზე მეტი ახალგაზრდა გახდა. . 4-მა 100% გრანტი, ხოლო უმრავლესობამ სახელმწიფოსგან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღო.მათ ნაწილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სტუდენტის სტატუსი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს ყველაზე მეტად სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება .
ახალგაზრდებმა თვითმმართველობის პირველ პირებს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს და დასძინეს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით აუცილებლად ასახელებენ როგორც ქვეყანას, ასევე მშობლიურ ქალაქს.
წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სტუდენტებთან შეხვედრები ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს.
შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე.პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
ახლად რეაბილიტირებული სკოლის შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაათვალიერეს. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაესაუბრა, სკოლის განახლებული შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
საქართველოში საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
ქაუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ,მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით , ორშაბათიდან საჯარო სკოლების შემოწმება იწყება.შრომის უსაფრთხოების სამსახური ეტაპობრივად, სწავლის დაწყებამდე ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში შევა.
,,ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩვენ კერძო და საჯარო სკოლების შემოწმების ყოველდღიურ რეჟიმზე გადავდივართ.ეს გულისხმობს შრომის უსაფრთხოების სამსახურის შემოსვლას სკოლებში, შემოწმდება იმ რეკომენდაციების დაცულობა, რომელიც მიეცათ სკოლებს. ეს პროცესი კერძოებში უკვე დაწყებულია. საჯაროები კი იწყებენ ორშაბათს. თუ იქნება შემთხვევა, რომ სკოლას ექნება ხარვეზი, მაქსიმალურად შევეცდებით, იყოს აღმოფხვრილი, რომ 15 სექტემბრამდე გვქონდეს მზაობა, განვაახლოთ სასწავლო პროცესი,, განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, სამინისტროს მითითებით, მე-4-ე კლასამდე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლება არ განიხილება, ხოლო მაღალი კლასის მოსწალეები სკოლაში 3 დღე ივლიან.
საპატრიარქოსთან არსებულ საულიერო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება.დღეს გელათია სასულიერო აკადემიაში მეუფე იოანე გამრეკელი სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. დამსწრე საზოგადოება COVID 19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს გაეცნო. ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის ინფორმაციით ,სკოლებში მონიტორინგი ეტაპობრივად განხორციელდება, რათა ახალი რეგულციები ზედმიწევნით სწორად შესრულდეს.
შეხვედრაზე ასევე პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ გამოწვევები და სიახლეები განიხილეს.
ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს ,,გემოფესტი,, გაიმართება. კულინარიულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება…
შაბათი ივნისი 20
In საზოგადოება19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი,…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებაქუთაისსა და თბილისში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9…
პარასკევი ივნისი 19
In საზოგადოებათბილისსა და ქუთაისში 27 ივნისიდან - 18 ივლისამდე ჩატარდება ახალგაზრდული 20 წლამდე მსოფლიო თასი ჩატარდება.…
პარასკევი ივნისი 19
In სპორტიახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის…
ხუთშაბათი ივნისი 18
In სპორტი