ქუთაისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.დაკეტილია N32-ე; N35-ე და N37-ე ბაღები.
რაც შეეხება სკოლებს,2435-მდეა გაზრდილი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა. ქუთაისის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე ამ ეტაპზე არც ერთი საჯარო სკოლა არ იმყოფება, ჰიბრიდული მოდელით კი 38 სკოლის 55-მდე კლასი სწავლობს.