ააიპ „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების,, ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში 2025–2026 სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება 15 სექტემბერს.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
ბავშვის ჩასარიცხად, მშობელმაშერჩეულ ბაგა-ბაღში შემდეგი დოკუმენტები უნდა წარდგინოს:
ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ორი ფოტოსურათი (ფორმატი ¾);
ჯანმრთელობის ცნობა;
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.