ქუთაისში მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, შენობა სრულად განახლდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. ასევე, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა და მინი- სტადიონის გაკეთება. სკოლა 1200 მოსწავლეზეა გათვლილი.
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 667 779 ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დაათვალიერა.