ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება გაიმართა.
მომავალი თაობების აღზრდასა და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ პედაგოგები:
სვეტლანა კახიანი.
მარინე ჭოხონელიძე.
ნატო გრძელიძე.
ლეილა ადამია.
ელისო შარია.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში გაიმართება, დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
