16 მაისს , ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრმა, „Domus Georgia" და საქართველოში ისრაელის საელჩომ ერთობლივი პროექტი წარადგინა.
პრეზენტაციის თემა ,, ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელავივის თეთრი ქალაქი’’ იყო.
პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველო-
ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავს ეძღვნება.
პროექტი აერთიანებს: თელავივის ბაუჰაუზის-‘თეთრი ქალაქის’ უნიკალური ურბანული მემკვიდრეობის მოძრავ გამოფენას,
ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის მარკ პოლიაკოვის ‘თეთრი ქალაქის’ ფოტო დღიურს.
სოფო ოდიკაძე
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 12-15 მაისს, ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:
12 მაისი
18:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ -ის გახსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; გალერეის ფასადზე თემატური ფოტო- გამოფენის „Urban Landscapes“ პრეზენტაცია.
20:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, მოწვეული მხატვრების ვიდეო პროექციები.
13 მაისი
12:00 საათი - ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, კონფერენცია; სალონიკის მუზეუმის და პარიზიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ, მუზეუმისა და რესტავრაციის უახლეს მეთოდოლოგიაზე სემინარის და დისკუსიის გამართვა
15:00 საათი - ქუთაისის ფოტო- მუზეუმის საარქივო მასალის გამოფენა (სალონიკის და ქუთაისის ფოტო- მუზეუმებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაფორმება);
ქუთაისის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენა;
19:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, ვიდეო პროექცია;
14 მაისი
12:00 საათი - ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, მხატვრების პრეზენტაცია;
15:00 საათი - მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ბაღდათი, სტუმრების საქმიანი ვიზიტი ;
19:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფასადზე Street Art, Rock & Wall პროექტის პრეზენტაცია. პიერ ტერასონი (ფოტოგრაფია), კახა ერისთავი (ფერწერა), ინსტალაცია , ფოტო- კოლაჟი , გაგა ფრანის მუსიკის თანხლებით .
15 მაისი
12:00 საათი - გელათის სამონასტრო კომპლექსში მოწვეული რესტავრატორების და საერთაშორისო მუზეუმების წარმომადგენლების პროფესიული ვიზიტი ;
„ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022“ - ის დახურვა.