ქუთაისში სასწავლო პროცესი სამ ბაღში ვერ განახლდა. ამის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის დადასტურება გახდა.
ქუთაისში სასწავლო პროცესი სამ ბაღში ვერ განახლდა. ამის მიზეზი თანამშრომლებში კორონავირუსის დადასტურება გახდა.
დღეიდან, 1მარტიდან მკითხველის მიღებას შეძლებენ ბიბლიოთეკები. ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა პირველ ეტაპზე შაბათ კვირას გარდა 10-იდან- 18 საათის ჩათვლით იმუშავებს. .სავალდებულო იქნება პირბადე.რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, ამ რეკომენდაციის დაცვას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს,რისთვისაც ბიბლიოთეკამ ახალი ავეჯიც შეიძინა.
სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის N1 სამხედრო ბაზაზე ჟვანიას სკოლამ 33 რეკრუტი გადაამზადა.
დღეის მონაცემებით, ქუთაისის მასშტაბით სწავლების ჰიბრიდული მოდელი თხუთმეტ საჯარო სკოლაში მოქმედებს. აღნიშნულ სკოლებში კორონავირუსი მოსწავლეებს აქვთ დაფიქსირებული, შესაბამისად ონლაინ რეჟიმზე არიან კონკრეტული კლასები. გამონაკლისია 29-ე სკოლა, რომელიც დღეიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში, კოვიდ ვირუსი პედაგოგს დაუდასტურდა.ინფორმაციას ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.რაც შეეხება ონალინ სწავლების მსურველ მოსწავლეთა რაოდენობას, განაცხადები დღეს მიიღება და მომდევნო კვირის მონაცემები ხვალ გახდება ცნობილი. მიმდინარე კვირას კი დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მასშტაბით 2200 მოსწავლე სწავლობს.
კოვიდ 19-ის მორიგი შემთხვევა ქუთაისის სასწავლო დაწესებულებაში. მ ვირუსი ერთ მოსწავლეს 30 საჯარო სკოლაში დაუდასტურდა.როგორც სკოლის დირექტორი მიხელ გიორგაძე ამბობს, მოსწავლე მერვე კლასელია. ის სკოლასში ორშაბათს იმყოფებოდა, ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, რა დროსაც ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. დირექტორის ინფორმაციით ,დაიკეტა კლასი , სადაც ვირუსი დაფიქსირდა. ისინი ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რაც შეეხება კლასში შემსვლელ პედაგოგებს , მათ ტესტირება ორშაბათს ჩაუტარდებათ.
ქუთაისში ონლაინ სწავლების მსურველი მოსწავლეების რაოდენობა გაორმაგდა. მომდევნო კვირაში დისტანციურ რეჟიმზე დაგასვლის სურვილი 2200 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. მიმდინარე კვირას ეს ციფრი 1250 იყო.მშობელს შეუძლია, შვილი ონლაინ რეჟიმზე დატოვოს, ან პირიქით .განცხადებების მიღება ყოველ ოთხშაბათს ხდება.
ამ დროისთვის ქუთაისში არსებული 49 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან კორონავირუსი 3 სკოლაშია დაფიქსირებული. დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ჯგუფები მეორე და ოცდამეათე საჯარო სკოლებში და ასევე კადეტთა სასწავლებელში.
,,დაიწყო დაფიქსირება სკოლებში ვირუსმა. ამ დროისთვის ვართ ჰიბრიდულ მოდელზე და ვიყენებთ წერტილოვან შეზღუდვებს. მხოლოდ ჯგუფი გადადის დისტანციურ სწავლებაზე.ყველა ის პედაგოგი, რომელსაც რომელსაც აქვს ჯგუფთან შეხება ,გადაგვყავს იზოლაციაში.როცა პედაგოგი გადადის იზოლაციაში, იქმნება პედაგოგების დეფიციტი სკოლებში.თუ შიდა გამრავლება დაიწყო ვირუსის, ასეთ დროს მოგვიწევს ვიფიქროთ სკოლის გადაყვანაზე სრული დისტანციური სწავლების ფორმატზე,,-განაცხადა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე დღეს, 21 დეკემბერს, საზეიმო ვითარებაში აინთება. ცერემონია 19:00 საათზე დაიწყება.გაიმართება…
კვირა დეკემბერი 21
In საზოგადოება23 დეკემბერს 18:30 საათზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე, ახალგაზრდობის სკვერში, საზეიმოდ აინთება. საზეიმო ღონისძიებების…
შაბათი დეკემბერი 20
In საზოგადოებაWizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგია