,, გახსენით ქვეყანა,, ,, თავისუფლება ყველას ხვედრია,, ,, აღდგეს სასწავლო პროცესი,,- ამ მოთხოვნებით ქუთაისის მერიის წინ აქცია გაიმართა.შეკრებილები მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მათ მოხსნას მოითხოვდნენ.აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგებლები მონაწილეობდნენ.
მერიის წინ სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული.

 
	 
			 
			 
						 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			 
			