საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში 5 ადამიანი ამხილეს, ფაქტს ადასტურებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული .ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ბრალდებულთა შორის მოქმედი საჯარო მოხელეები არიან, რომლებსაც გუბერნატორის თქმით, უფლებამოსილება შეუჩერდათ.
,,ეს ფაქტი მოხდა ზესტაფონში, სამი არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, ორი არის ძველი თანამშრომელი, რომლებსაც წარედგინათ ბრალი. საუბარია 2012 წელს განხორციელებულ პროექტზე. არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი რომელ წელს მოხდა, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი.მე თავს შევიკავებ ვთქვა რა პოზიციაზე მუშაობენ,მათ წარედგინათ ბრალი. საქმე ეხება ინფრასტრუქტურულ პროექტს , რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში განხორციელდა.,,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილეს.დეტალები ნახეთ ლინკზე
http://www.act2.ge/index.php/temebi-ka/sazogadoeba/1193-2021-02-05-07-09-13