გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
20 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ამ დრომდე რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა ისევ გადაკეტილია. სამართალდამცველებმა რკინის ჯებირის ნაწილი მოხსნეს, თუმცა აქციის მონაწილეებს სოფელ ნამოხვანისკენ, სადაც მათი პროტესტის ძირითადი ადგილია, ისევ არ უშვებენ.შემცირებულია პოლიციელთა რაოდენობაც. გუმათჰესთან ,,რიონის ხეობის მცველები,, ისევ რჩებიან, ადგილზე კარვებია გაშლილი. როგორც მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის,, წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, ჯერჯერობით ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს.ისინი ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში რჩებიან.
,,ველოდებით ისევ კონკრეტულ ნაბიჯებს. შეთანხმება გულისხმობდა, რომ შეესრულებინათ პირობები და აქამდე ეს პირობები შესრულებელი არ არის. მოვუწოდებთ, რომ დროულად გადმოდგან ნაბიჯები.საზოგადოებაც ისე აღიქვამს, რომ თითქოს არაფერის შესრულებას არ აპირებენ და წელავენ დროს. იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ დაიძაბოს სიტუაცია, ვფიქრობ, დროულად უნდა გადმოდგან ნაბიჯები. რკინის ბარიკადების მოხსნა არ ცვლის არაფერს. ჩვენ ვითხოვთ გადადგილების უფლებას პროტესტის ძირითად ადგილზე და ეს უფლება არ გვეძლევა. სანახევროდ შესრულებულ ვითომ პირობებს არ შევეგუებით.სამომავლო გეგმა არ შესრულების შემთხვევაში უკავშირდება ფართომასშტაბიან აქციებს.,,-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა