,,ევროპა ჩვენი სახლია,, ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და იმ ადამიანებს,რომლებიც ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავა,სოლიდარობას უცხადებს.დაკავებულთა შორის ორი ჟურნალისტია-ეკატერინე ანდრეევა და დარია ჩულცოვა.დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
''დაპატიმრებულია ასობით ადამიანი.არბევენ აქციებს.ჩვენ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუს ხალხს,რომლებიც იბრძვიან, რომ მათი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და თავიაუფალი''-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, ''ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი .
"დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის გამოხატვა ბელარუსელი ხალხის ბრძოლისადმი,რომელიც უკვე 6 თვეა ეწევა უკომპრომისო ბრძოლას დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ .ეს არის დიქტატორი,რომელიც ციხეში სვამს არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს,არამედ ჟურნალისტებსაც" -ამბობს გია გოქაძე,"ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი .
შეგახსენებთ,ბელარუსში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მეშვიდე თვეა აპროტესტებს.ოფიციალური მონაცემებით,არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა,რასაც არ ეთანხმება საზოგადოების გარკვეული ნაწილი.ისინი არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებულად მიიჩნევენ.
საქნახშირის ადმინისტრაციამ გაფიცული მეშახტეების პროტესტზე განცხადება გაავრცელა.
N4 ნახშირმომპოვებელი უბნის თანამშრომლები გაურკვეველი მიზეზით, უარს აცხადებენ შახტიდან ამოსვლაზე, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა და ავარიული სიტუაცია. ინციდენტის დაწყების მომენტიდან კომპანია შეეცადა, გაერკვია მომხდარის მიზეზი, რის შემდეგაც იკვეთება, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული შესაძლებელია უკავშირდებოდეს N4 ნახშირმომპოვებელი უბნის მუშაობის იანვრის თვის შედეგების შეჯამებას.
10 თებერვალს, დღის 11 საათზე, საქნახშირის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ IV უბნის ხელმძღვანელები და მოხდა იანვრის თვის შედეგების შეჯამება-განხილვა.
საერთო ჯამში, იანვრის მონაცემები და უბნების მიერ მოპოვებბული ნახშირის რაოდენობა ასეთია:
II უბანმა 6100 ტონა მოიპოვა და გეგმა 110.9 % -ით შეასრულა, რაც მოიცავს 91.01 ₾ დღეზე.
VI უბანმა მოიპოვა 5405 ტონა, გეგმა შესრულდა 108.1 % - ით. ანაზღაურებამ შეადგინა 90.00 ₾ დღეზე
IV უბანმა მოიპოვა 4660 ტონა, გეგმა შესრულდა მხოლოდ 77.7 % -ით. ანაზღაურებამ დღეზე 48.00 ₾ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ VI და II უბნის თანამშრომლებმა იანვრის თვეში გადაჭარბებით შეასრულეს გეგმა და შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების მიხედვით, მათ ანაზღაურებას ბონუსიც დაემატა. IV უბანმა კი გეგმის მხოლოდ 77.7 % შეასრულეს რაც შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად (რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიას შორის არის გაფორმებული) მათ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე აისახა.
N4 ნახშირმომპოვებელ უბნის თანამშრომლებისა და „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივით, შედგა სპეციალური კომისია, რომელიც უახლოესი 10 დღის ვადაში შეისწავლის იმ გარემოებებს, რის გამოც IV უბნის თანამშრომლებმა ვერ შეასრულეს გეგმა.
თანამშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების წესების დარღვევის ლიკვიდაციამდე, (მიმდინარე წლის 11 თებერვლის 23:55 საათიდან) შეჩერდა N4 ნახშირმომპოვებელ უბანში შახტის დამხმარე ჭაურით ხალხის ჩაყვანა. აღნიშნული ჭაურით მოხდება იმ პერსონალის ჩაყვანა და ამოყვანა, რომლებიც უზრუნველყოფენ შახტის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას.
11 თებერვლის პირველი ცვლიდან N4 ნახშირმომპოვებელ უბანში პერსონალის გადაყვანა მოხდება „მინდელის“ სახელობის შახტიდან, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული ვითარების ლიკვიდაცია. მათი ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტოტრანსპორტი.,,