- საზოგადოება
- გადასვლები: 1296
ბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა.
თუმცა კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა შაბათ-კვირის დღეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრობები არასამუშაო დღეებში კვლავ დაკეტილი იქნება.
დღეიდან აღდგა ტრანსპორტის მუშაობაც, თუმცა უქმე დღეებში ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა. მათ შორის ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში,სადაც ტრანსპორტი ამ დრომდე არ მოძრაობდა. მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.ქუთაისში დღეს ხაზზე 60 ახალი,ლურჯი ავტობუსები გავიდა.პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, ტრანსპორტი ქალაქში დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.
ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.
ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს, სავალდებულოა პირბადის ტარება.
ამ დრომდე უცნობია,როდის აღდგება საქალაქთშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯების სახით თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა 245,442 ლარი დახარჯეს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2021 წლის საზაფხულო სანავიგაციო სეზონის დაწყებას განახლებული სახით შეხვდება. დასასრულს უახლოვდება აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები, სადაც შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. მასთან ერთად აეროპორტში არსებული ვითარება დაათვალიერეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
ოცამდე მუშამ დღეს აქცია გამართა.ისინი დევნილებისთვის კორპუსების მშენებლობაზე იყვენენ დასაქმებული.მუშები დამსაქმებელმა, შპს ,.კრეატივის,, ხელმძღვანელმა სულხან გოგიბერიძემ გუშინ სამსახურიდან დაითხოვა.აქციის მონაწილეები ამბობენ,რომ გათავისუფლება უმიზეზოდ მოხდა.ისინი ხელშეკრულების გარეშე იყვნენ დასაქმებული და ახლა არც კომპენსაციებს არ აძლევენ.
,,პირობები იყო ძალიან ცუდი.მინიმალურ თანხაზე გვამუშავებდნენ.იყო ცუდი მოპყრობა.არ გვქონდა დასვენების დღეები.თუ რამეს იტყოდი,მიბრძანდი-ეს იყო პასუხი.გუშინ ჩვეულებრივ ვიმუშავეთ.დღის ბოლოს დაგვიძახა უფროსმა და გვითხრა გათავისუფლების შესახებ,,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,კობა ხაჟომიამ.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პარტია ,, თავისუფალი საქართველოს,, თანათავმჯდომარემ გამოუცხადა.
,,საქართველოში შრომით ურთიერთობებში ოცდამეერთე საუკუნე ჯერ არ შემოსულა.ამუშავებენ ადამიანებს მეცამეტე საუკუნის პირობებში.ოცამდე ადამიანი გამოყარეს სამსახურიდან.ამაში არის დამნაშავე სახელმწიფო ,რომელიც ვერ იცავს ადამიანის შრომით უფლებებს,,-განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისში,პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილებისთვის კორპუსებს დევნილთა სამინისტროს დაკვეთით შპს ,,კრეატივი,, აშენებს.შპს-ეს ხელმძღვანელობამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
Wizz Air - ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ევროპის 12 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს, ხოლო…
პარასკევი დეკემბერი 19
In ეკონომიკადაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების გამო, ვიზიტორებისთვის პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები დროებით დაიკეტება. 22-23…
პარასკევი დეკემბერი 19
In საზოგადოებაწმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში…
პარასკევი დეკემბერი 19
In რელიგიასაერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება19-22 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა…
ხუთშაბათი დეკემბერი 18
In საზოგადოება